11:06 | 02 აპრილი, 2017
ჩვენებური აზარტი90-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში პირველად რამდენიმე ინტერნეტ კაფე გაიხსნა, თბილისელი ახალგაზრდები დიდი აღტაცებით უამბობდნენ ერთმანეთს იმ "დაუჯერებლად მაღალი ხარისხის" თამაშების შესახებ, რომელთა შესახებ მხოლოდ ტელევიზორში თუ ენახათ ან უცხოეთში ნამყოფი ახლობლებისაგან მოესმინათ და წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ამ ნანატრმა თამაშებმა ჩვენს ქალაქამდეც, რომ მოაღწია. "ფეხბურთები" "ომები" "ავტორბოლები" და კიდევ უამრავი გასართობი, რასაც ყოვლისშემძლე კომპიუტერი ქართველ მომხმარებელს სთავაზობდა, ბევრი თბილისელი ახალგაზრდის ინტერნეტ კაფეში ღამისთევის და სახინკლეში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
10:30 | 26 მარტი, 2017
კვლავ ის ორნიგაზაფხული წელში გამიართა და გვარიანადაც დაცხა. აბა ამ დროს ველზე ჯირითი იქნება? თან ეს რა ბუკისა და ნაღარის ხმაა ჩემო მეგობარი სანჩო? ვინ ზეიმობს აგრერიგად და რა ამბავია?
15:13 | 19 მარტი, 2017
ქართველი ქომაგის ფიქრები ყოველი მატჩის დასრულების შემდეგროდესაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა სარაგბო მატჩი დასრულდა, და გამარჯვებით გახარებული ქომაგები ეროვნული სტადიონიდან გამოვიდნენ, მათ კიდევ ერთხელ გაუჩნდათ საფიქრალი, თუ როგორ მოეხერხებინათ სახლებში წასვლა და შეძლებდნენ თუ არა სამარშრუტო ტაქსებში შეჭეჭყვას.
22:00 | 12 მარტი, 2017
უარყოფილი საქართველობედნიერნი ხართ ბებერი ევროპის შვილებო, რამეთუ არ იცით რას ნიშნავს ემეზობლებოდე რუსეთს! ჩვენთვის კი ეს უკვე მთელი ტრაგედიაა, დიდი და დაუსრულებელი ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და თქვენის ხელშეწყობით, შესაძლებელია არც არასდროს დასრულდეს!
10:42 | 06 მარტი, 2017
უმადურობაუმადურობა ადამიანების საშინელი სენია. იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან უმადურობა როგორც წესი შეფარულია, მიჩქმალულია, კონკრეტული ადამიანების პირად ურთიერთიბებს მოიცავს და მის დასანახად დიდი ძალისხმევაა საჭირო.
19:22 | 26 თებერვალი, 2017
ოცნებების ქვეყანასაქართველო ზოგადად მეოცნებეთა ქვეყანაა და ჩვენი მეოცნებეობა სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომავლის იმედებშიც გამოიხატება. ჩავიხედოთ ყველამ გულში და ნამდვილად აღმოვაჩენთ, რომ ყველას გვგონია და გულისგულში გვჯერა სასწაულის ქმნის და ჩვენი ეროვნული ნაკრების მსოფოიოს ჩემპიონატზე გასვლის და საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებით ამ ოცნების უსუსურობაში.
18:08 | 18 თებერვალი, 2017
ვარსკვლავი, რომელიც არავის სძულდაარიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ. ეს, როგორც წესი, ვარსკვლავებს უფრო ეხება, და რაღა ჩავუღრმავდეთ, ასე არ არის ბოლო ათწლეულის მარადიული თემა "მესი თუ რონალდუ"? მაგრამ იყვნენ და არიან ვარსკვლავები, რომლებიც არ სძულთ, ან თუ სძულთ, ძალიან ცოტას.
14:02 | 18 თებერვალი, 2017
ღირსეულთა ღირსეული გამარჯვება და ქართული ფიქრები5 თებერვალს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული 6 ერის მატჩი, იტალია-უელსი ნამდვილად არ გახლდათ ისეთი სარაგბო შეხვედრა, რომელზეც შემდეგში ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე. ბრიტანელებმა ცხვირაწეულ აპენინელებს დინჯად, თავდაჯერებით და რაც მთავარია, მაღალპროფესიულად ”ახადეს სკალპი” და ეს ისე გააკეთეს, რომ სათქმელიც კი არ დატოვეს – ვის უნდა მოეგო და რატომ უნდამოეგო.
13:30 | 10 თებერვალი, 2017
რომაული ამბები – სიყვარული, ზიზღი და გამარჯვება!არ დაუჯეროთ თუკი ვინმე გეტყვით, რომ იტალიაში ფეხბურთის სიყვარული მინავლდა და იტალიური ფეხბურთის მზე ჩაესვენა. ამ ყველაფრის სრულიად საპირისპირო რეალობაში გასულ სამშაბათს დავრწმუნდი, როდესაც წილად მხვდა სიამე, “რომასა” და “ფიორენტინას” მატჩი დიდებულ “ოლიმპიკოზე” მეხილა. რასაკვირველია, არავინ მოელოდა, თუ რომაული გრანდი ფლორენციელებს ასე სასტიკად დაამარცხებდა, მაგრამ აქ კონკრეტულ შედეგებზე მეტად სულ სხვა რამაა მნიშვნელოვანი და ამ “სხვა რამეს” “რომას” გულშემატკივრები ჰქვია.
12:07 | 30 იანვარი, 2017
თურქი, რომელიც დავკარგეზუსტად იქ, სადაც ახლა მშვენიერი სტადიონი “ალისამიიენია”, ზუსტად იქ, სადაც დღეს “გალათასარაის” გადარეული ქომაგობა გადი-გამოდის, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც მე-15 საუკუნეში არამხოლოდ მაშინდელი ბიზანტიის, არამედ მთელი მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის ბედიც გადაწყდა.
18:42 | 22 იანვარი, 2017
ფლორენციაში სიხარული და მომავლის იმედები დაბრუნდადიდი ზეიმი იყო გასულ კვირას ფლორენციაში. “იუვენტუსთან” გამარჯვება” ნებისმიერი კლუბისათვის ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურინული გუნდი ტოსკანაში რომ ეზიზღებათ – ეგეთი უნდა და ერთ რამედ ღირდა იმ ფოტოების ტკბილად თვალიერება, იტალიაში ჩამომდგარი საკმაოდ სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, საამო საცქერი იყო როგორ ზეიმობდა მთელი ფლორენცია და როგორ იქნევდნენ იისფერ დროშებს თმებაფუჩფუჩებული ბებიები.