11:08 | 08 მაისი, 2016
კოსოვო და უეფას თითზე კბენანიმას შემდეგ, რაც კოსოვოში ომი დამთავრდა, თანაგრძნობის ცრემლებიც შეშრა და ევროპის წინ მყიფე რეალობა აისვეტა, ბევრმა დაინახა, რომ კოსოვო, როგორც სახელმწიფო ევროპისათვის იმაზე უფრო მეტი თავისტკივილი გახდა, ვიდრე ამას ადრე წარმოიდგენდნენ. ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს ეს კვაზი-სახელმწიფო არ უღიარებია და არც აპირებენ ამის გაკეთებას. მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც თავისი სეპარატისტული რეგიონებიც დიდ პრობლემად აქვს ქცეული და სხვა სეპარატისტების წაქეზება ალბათ ყველაზე უჭკუო საქციელი იქნებოდა.
16:24 | 05 მაისი, 2016
ლესტერული სასწაული და მწვრთნელთა ფიქრებისეუ ჟოზეს მთელი ღამე "ლესტერი" ესიზმრებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს კოშმარული სიზმარი იყო, მაგრამ დიდაც საამოც არაფერია იმაში, რომ ამ სიზმრებს თან ერთი ჭაღარა, სათვალიანი კაცის სილუეტიც გასდევდა. აღარაფერს ვამბობთ დოინჯშემოყრილ დგომაზე, რაც სეუსათვის რაღაცნაირი, ერთგვარი გამოწვევის ტოლფასი იყო.
18:49 | 24 აპრილი, 2016
იტალიური თავსატეხისამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით, ევროპაში სამწუხაროდ ძალიან ცოტა შამანი, მკითხავი და მჩხიბავი შემორჩა, თორემ “ბებერ კონტინენტზე” ადრევე დაიწყებოდა მოახლოვებული საფეხბურთო ევროპირველობის “წინასწარმეტყველური განსჯა” და “მესამე თვალის” ფახული. მიუხედავად ამისა, ევროპული სპორტული მედია მუდმივ რეჟიმში პროგნოზირებს სხვადასხვა შეხვედრას და ზოგი იმდენად შორს წავიდა, რომ უკვე ჩემპიონატის სავარაუდო გამარჯვებულებსაც კი ასახელებენ.
12:30 | 17 აპრილი, 2016
8 ფაქტი “სევილიაზე”1. თუკი წარმოსახვები გღალატობს და ვერასოდეს წარმოიდგენ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, გახსოვდეს, რომ ხშირად სულაც არაა ფანტაზიის ამუშავება საჭირო, რადგან ცხოვრებაში ფანტაზიის გარეშეც შეიძლება გამოიცნო რაღაცეები. მაგალითად ის, რომ საფეხბურთო კლუბი “სევილია” აუცლებლად გავა ევროპა ლიგის ნახევარფინალში.
18:10 | 10 აპრილი, 2016
ჩვენებური უცნაურობებიყველა ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ჰოკეისტებმა. რასაკვირველია ჩვენთვის ჰოკეი მაინც უცხო ხილია და ისიც ვიცით, რომ საქართველოს ჰოკეის ნაკრები კიდევ კარგა ხანი ვერ იქნება (საერთოდ ოდესმე თუ იქნება) ჩრდილოეთის ყინულიანი ქვეყნების დარი, მაგრამ როდესაც შენები იგებენ, ყოველთვის სასიხარულოა. თუმცა ამჯერად, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეოებებში გამარჯვების შემდეგ კვლავ დაიწყო უკვე ტრადიციად ქცეული გოდება და პარალელების გავლება ფეხბურთთან და ჩვენს ბეჩავ ფეხბურთელებთან.
19:00 | 03 აპრილი, 2016
თავი დავანებოთ ოცნებებს!როდესაც ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, რამდენჯერმე დავაპირე ამ მნიშვნელოვან ამბავზე დამეწერა, მაგრამ ყოველთვის ბოლო მომენტში ვიკავებდი თავს. ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ისაა, რომ ძალიან რთულია ადამიანზე წერო მაშინ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მისი განვლილი (სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო) ისტორიაა ხელისგულზე, რეალობა კი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთხელ ასცდენია ისტორიას.
15:57 | 27 მარტი, 2016
სპორტული წარმატების საიდუმლობევრი ფიქრობს, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ძირითადად სპორტსმენის თანდაყოლილ ტალანტზეა დამოკიდებული და ჩემპიონები მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ხდებიან.
14:48 | 20 მარტი, 2016
მუშტის კრივი თბილისშიმუშტის კრივი იყო საქართველოს ქალაქებში გავრცელებული სამხედრო-სპორტული თამაში, რომელიც იმართებოდა ძირითადად კვირა – უქმე დღეებში უბნებს შორის. თბილისში მუშტის კრივის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ქალაქის ჩრდილოეთი და სამხრეთი (”ზემო” და ”ქვემო”) უბნები. მათ შორის საზღვარი იყო სიონის ტაძარი. ზემო უბანში შედიოდა: კუკია, გარეთ უბანი, ავლაბრის ჩრ. ნაწილი და ჩუღურეთი; ქვემოში – მაიდანი, სეიდაბადი, ხარფუხი, შავი სოფელი და ავლაბრის სამხ. ნაწილი. მოკრივენი მკერდგაღეღილნი, ჩოხის კალთებ აკეცილნი და ხშირად ფეხშიშველნიც კი იბრძოდნენ. ზოგი კი დაჩოქილი კრივობდა.
19:46 | 13 მარტი, 2016
დარდი, რომელიც არასოდეს გვტოვებსმახსოვს და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.
20:50 | 06 მარტი, 2016
“შავ-თეთრი” ფერადოვნება, ანუ ცოტა რამ “იუვენტუსის” ქართულ ფან-კლუბზემე მგონი ყველას გვყავს თუნდაც ერთი მეგობარი, რომელიც ტურინის “იუვენტუსს” გულშემატკივრობს და რომელსაც მიაჩნია, რომ სამყაროს მთელი სიკეთეები, ბედნიერება და ყოველივე დიადი, ალესანდრო დელპიეროში იყო თავმოყრილი. “იუვენტუსი” - ეს ის კლუბია, რომელსაც აურაცხელი წელია ევროპაში არაფერი მოუგია, მაგრამ მისი ქომაგები საქართველოსთანა პატარა და უცნაურ ქვეყნებშიც კი არ მცირდება. რატომ? პასუხი უმარტივესია – ჩვენ ხომ “იუვენტუსზე” ვლაპარაკობთ!
10:23 | 29 თებერვალი, 2016
ზიდანი “წყალქვეშა ნავის” კაპიტნადზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება, რომ მადრიდის “რეალს” ჩასდგომოდა სათავეში, თავიდანვე უცნაური და ერთგვარად პროვოკაციული იყო.