13:20 | 20 სექტემბერი, 2015
“იუვე” და ადამიანებითუკი ჯერ ისევ თვლემ და ფეხბურთის გამო ღამის თევა ცოტა გეზარება კიდეც, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს შავად გახუხული კაცი სახელად პოლ პოგბა, რომელსაც შეუძლია ჩათვლემილი გამოგაფხიზლოს, მოშვებული და ილაჯგაცლილი, ფეხბურთის იშტაზე მოგიყვანოს და არასოდეს შეგეშინდეს მომავლის, რადგან ამ კაცს შეუძლია შემდეგი წუთები უცნაურად გაგიფერადოს და შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი გრილი დღე განსაკუთრებული გახადოს.
15:50 | 13 სექტემბერი, 2015
კალათბურთი – ეიფორია და საფიქრალიიმ საერთო სიხარულისა და ეიფორიის ფონზე, რაც ჩვენი კალათბურთელების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას მოჰყვა, მართლაც რთულია ქართულ კალათბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრო. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჩვენი ხალხის ცოტა უცნაურ ბუნებას გავითვალისწინებთ და კარგად ვიცით, რომ ქართველს პრობლემებზე პირდაპირ საუბარი სძულს და ესიკვდილება. მაგრამ მოდით სათქმელი ზუსტად ახლა ვთქვათ და იქნებ ახლა მაინც შეისმინოს ვინმემ.
10:51 | 06 სექტემბერი, 2015
მიმქრალი იმედების გაცოცხლებაგამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, ვისთანაც არ უნდა იყოს და როცა არ უნდაიყოს. მით უმეტეს, თუკი გამარჯვებას ისე ხარ დანატრებული, რომ აღარ უყურებ შეცდომებსა და ადვილად შესამჩნევ პრობლემებსაც კი. ფეხბურთი ალბათ იმიტომაც არსებობს, რომ გამარჯვების სიხარული გაიზიარო და სადაც ეს სიხარული ნაკლებია, იქ საერთოდ აზრს კარგავს მსოფლიოში უპირველესი სპორტის სათამაშო სახეობის ცქერა და გულშემატკივრობა.
12:56 | 30 აგვისტო, 2015
“მილანის” ჭირ-ვარამირამდენიმე თვის წინ, იტალიელმა საფეხბურთო მიმომხილველმა და “მილანის” გადარეულმა ტიფოზმა, ტიციანო კრუდელიმ, (რომელიცრატომღაც ყველას ერთი ჩვეულებრივი შეშლილი ტიფოზი ჰგონია და მის სხვა უნარებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ) მეტად საგულისხმო რამ თქვა.
13:36 | 26 აგვისტო, 2015
დაუფასებელი ბორჯღალისპორტის გუნდურ სახეობებში თუ სადმე მეტ-ნაკლები წარმატება გვაქვს, ეს უწინარესად რაგბია. ამის ფონზე შეიქმნა დევიზი – “რაგბი ჩვენი თამაშია” – რთულია არ დავეთანხმოთ. ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის მოლოდინი და დღესდღეობით IRB—ის რეიტინგში მე-13 პოზიცია. სწორედ ასეთია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შედეგი. რაც უდავოდ საამაყოა.
13:22 | 23 აგვისტო, 2015
“რეიმსი” თბილისის “დინამო" და სხვებიჯაბა კანაკავა ფრანგულ “რეიმსში” ითამაშებს, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია, რადგან ფრანგული ლიგის დონე ჯაბასთვის ახალი დიდი გამოწვევა იქნება და უკრაინელებისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინაში დიდი ხნით სათამაშოდ დარჩენა ამბიციურ ფეხბურთელს ნამდვილად არ უნდა ეხალისებოდეს.
12:35 | 15 აგვისტო, 2015
იმედები სუპერთასის შემდგომთბილისში გამართულმა ევროპის სუპერთასის მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ისედაც ცნობილი ამბავი, რომ საქართველო ჭეშმარიტად საფეხბურთო ქვეყანაა და ჩვენს ხალხს სპორტის ეს სახეობა როგორც იტყვიან სისხლხორცეულად უყვარს. ეს ფაქტი წესით სიგნალი უნდა იყოს მათთვის, ვინც იძახდა, რომ ჩვენთან ფეხბურთი უნდა დამთავრდეს, ფეხბურთში ფული აღარ უნდა ჩაიდოს და მისთანანი... ფაქტი ერთია – საქართველოში ფეხბურთი უყვართ და თუკი პოლიტიკოსებს ჩვენი ხალხის გულის მოგება სურთ, უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ დროის, ენერგიისა და თანხების ჩვენს ფეხბურთში ჩადება ნამდვილად ღირს!
22:03 | 08 აგვისტო, 2015
მარადიული “ბოკა“ლათინური ამერიკის საკლუბო ფეხბურთის ისტორია ერთგვაროვანი და მუდმივად განვითარებადი არასოდეს ყოფილა და ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ფინანსურ ამბებში უნდა ვეძებოთ. წარმატებული კლუბები უფულობის გამო ხშირად იშლებოდნენ, გაყიდიდნენ ფეხბურთელებს ევროპაში და მეორე და მესამე ლიგებში დურთავდნენ ხოლმე თავს.
14:00 | 02 აგვისტო, 2015
რა თქვა გივი ამილახვარმაეიფორია ქართველისათვის იმდენად ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ როდესაც მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭი იყარა, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, იღბლისგან მოძღვნილ მეტოქეებს მშვიდად და განსჯის უნარით აღსავსენი რომ შევხვედროდით. “იღბლისგან მოძღვნილსო” იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრების შემწე ერთადერთი იღბალი თუ შეიძლება იყოს, თორე სხვა მხრივ პატრონი რომ ჩვენს გუნდს არა ყავს, ამის დანახვასა და მიხვედრას რა უნდა?
14:42 | 26 ივლისი, 2015
“რივერ პლეიტი” - ლოცვით, იმედით და ნიჭითღამეა. მშვიდი, უშფოთველი თუ დარდიანი ძილით სძინავთ ქალაქებსა და სოფლებს, დაბებსა და დევნილთა ჩასახლებებს, ღარიბებსა და მდიდრებს. სძინავს ბუენოს აირესის დიდ ნაწილს უცნაურად ბოღმიანი ძილით და ალაგ-ალაგ თუ გაისმის ბარებიდან გამომავალი ტანგოს ჰანგები, რომელსაც მთვრალი ჯეელების ჩახლეჩილი ხმები ენაცვლება.
11:56 | 19 ივლისი, 2015
ფსევდოპატრიოტიზმი, რომელსაც შედეგი არ მოაქვსახლა, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით მიწყნარდა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, უკვე შეგვიძლია კარგად გავიაზროთ თუ რა მოხდა თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” ორრაუნდიან შეხვედრაში და მართლაც დაძაბული საფეხბურთო ბატალიების მიღმა რა მოხდა ისეთი, რამაც ჩვენსა და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს შორის კინაღამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია.