ბლოგი

17:28 | 26 ოქტომბერი, 2016

გროზნის "მრისხანე" საწვრთნელი განრიგი...

ექსცენტრიული, თავისებურად ქარიზმატული, თურმე მაურინიოს დასჯის მეთოდების მიმდევარი... ალბათ, განსაკუთრებით ბოლო დროს, ამ ადამიანის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს, ფოტოებსა და სტატიებს თუ გადახედავს კაცი, დინამო თბილისს (თუ თბილისის დინამოს, ანონსის გამოქვეყნებისას მისაყვედურეს, მაჩვურად წერას გადაეჩვიეთო. კი არ ვიცი, ეს როგორია, მაგრამ პირობას ვდებ გადავეჩვევი) ვიაჩესლავ ვიქტოროვოჩ გროზნის სახით, ახალი ტიპის თავსატეხი ჰყავს...

ლევან სეფისკვერაძე

14:42 | 17 ოქტომბერი, 2016

„კალჩოს“ რთული გზა

იტალიურ ფეხბურთს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები არასოდეს აკლდა. თითქმის ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, აპენინებზე ახალი საფეხბურთო სკანდალი წარმოიშობა ხოლმე. თუმცა, ის რაც ”კალჩიოში” ბოლო 10 წლის განმავლობაში ხდება, ერთგვარ თვითგვემას შეგვიძლია შევადაროთ.

ლევან სეფისკვერაძე

18:16 | 09 ოქტომბერი, 2016

არასასურველი დიალოგი

– კაცო, გიორგი არ ხარ შენ? როგორ შეცვლილხარ, ძლივს გიცანი. ამასწინათ ტელევიზორში გნახე, ეკრანზე სულ სხვანაირი ხარ. არ მომეწონა ისე შენი მაშინდელი ლაპარაკი. ის რამ გათქმევინა, ქართული ფეხბურთი სწორად ვითარდება და ხალხი ამას ვერ ხედავსო?

ლევან სეფისკვერაძე

11:35 | 03 ოქტომბერი, 2016

სპორტი, როგორც იარაღი დიქტატორებისათვის

როდესც კითხულობენ თუ რა არის ტირანია და რატომ უნდა ვებრძოლოთ მას, როგორც წესი არასოდეს არსებობს ერთი და ნათელი პასუხი. პასუხი იმისა, რომ ტირანია იმაზე უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე დღეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ლევან სეფისკვერაძე

12:40 | 24 სექტემბერი, 2016

შემოდგომა მარანში

- მოდი, ყურძნის ეს ნაწილიც ჩავწუროთ და მერე დავისვენოთ. სიზარმაცე არ გვინდა ახლა. მწვადი და კარგი რამეები საღამოს იქნება. მანამდე უნდა მოვრჩეთ.

ლევან სეფისკვერაძე

20:35 | 18 სექტემბერი, 2016

ჟოზეს მანჩესტერული ოდისეა

გამორჩეული და საინტერესო ჟამი დგას ინგლისის პრემიერლიგაში. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრემიერლიგა წელს რომ გველოდება, კარგა ხანია არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ რამდენიმე დღის წინ გამართული მანჩესტერული დერბი მარტო რად ღირს – დიადი მწვრთნელების დაპირისპირება, სადაც კატალონიელმა იმარჯვა და იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა – თავგზა აერევა ადამიანს.

ლევან სეფისკვერაძე

16:38 | 11 სექტემბერი, 2016

თორნიკე ოქრიაშვილის ფენომენი

თორნიკე ოქრიაშვილი არ არის და სამწუხაროდ ალბათ უკვე ვეღარც იქნება კარიერის მქონე ფეხბურთელი, რომელზეც მომავალში ბევრს ისაუბრებენ და სამწუხაროდ ისიც მჯერა, რომ ოქრიაშვილის ”ფენომენი” (თუკი ასე შეიძლება ვთქვათ) ძირითადად მხოლოდ მათ გაახსენდებათ, რომლებიც ქართველი ფეხბურთელების უცნაურობაზე დაიწყებენ საუბარსა და მსჯელობას. უცნაურობები კი ამ ბიჭს მართლაც რომ ზომაზე მეტად სდევს თან.

ლევან სეფისკვერაძე

13:10 | 05 სექტემბერი, 2016

რა დგას მესის შეცვლილი იმიჯის უკან?

ჩვენს დროში თმის ყვითლად შეღებვა აბა ვის უკვირს? მით უმეტეს, მავანნი იძახიან, გარეგნობის რადიკალური და მკვეთრი შეცვლა სტრესებს ხსნისო და ჩვენც ისღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ, რომ თმის შეღებვაში რაღაც მართლაც ყრია, მაგრამ ლეო მესისთანა ბუნების ადამიანისაგან ასეთი ნაბიჯი ცოტა არ იყოს უცნაური და უფრო მეტიც – დაუჯერებელია!

ლევან სეფისკვერაძე

18:53 | 28 აგვისტო, 2016

სიცილიელი ტრიბუნაზე

ის შავგვრემანი იყო, საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი და ხმაჩახლეჩვით მოლაპარაკე. თავიდანვე აშკარა იყო, რომ იტალიის სამხრეთიდან გახლდათ და მიუხედავად იქაური ხალხის შესახებ არსებული წარმოდგენისა მხიარულებასთან დაკავშირებით, ამას ერთი ღიმილიც კი არ ეტყობოდა სახეზე.

ლევან სეფისკვერაძე

11:16 | 17 აგვისტო, 2016

17 აგვისტოს, გარიჟრაჟისას...

ტელეეკრანზე ლაშა ტალახაძე ხელებზეაღმართული იდგა და ქალაქიდან შემომავალი ხმები ერთმანეთში ირეოდა. ეს იყო სიხარულის ყიჟინა იმ ხალხისა, რომლებსაც ბოლომდე ჰქონდათ ჩვენი ოლიმპიელების იმედი...

ლევან სეფისკვერაძე

11:02 | 11 აგვისტო, 2016

“ლიპოს” ცრემლები

არის ცრემლები, რომელიც ნამდვილად დარჩება და თაობებსაც გადაეცემა, რადგან ეს ის ცრემლებია, რაც არც უსუსურობას გამოხატავს, არც ზედმეტ გულჩვილობას და უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის გულიდან ამოხეთქილი დარდების გროვა.

<< პირველი<< წინა2930313233343536373839შემდეგი >>
0.34218