18:42 | 22 იანვარი, 2017
ფლორენციაში სიხარული და მომავლის იმედები დაბრუნდადიდი ზეიმი იყო გასულ კვირას ფლორენციაში. “იუვენტუსთან” გამარჯვება” ნებისმიერი კლუბისათვის ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურინული გუნდი ტოსკანაში რომ ეზიზღებათ – ეგეთი უნდა და ერთ რამედ ღირდა იმ ფოტოების ტკბილად თვალიერება, იტალიაში ჩამომდგარი საკმაოდ სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, საამო საცქერი იყო როგორ ზეიმობდა მთელი ფლორენცია და როგორ იქნევდნენ იისფერ დროშებს თმებაფუჩფუჩებული ბებიები.
17:40 | 15 იანვარი, 2017
მანიაკებიკარგად თუ დააკვირდებით, ამ ქვეყანაში იმდენი მანიაკი დადის, შეიძლება ქუჩაში ფეხი ვერ აუქციოთ. სხვადასხვა გადახრების მქონე ფარული მანია ადამიანს ძალიან უცნაურ ვითარებაში შეიძლება აღმოაჩნდეს. მაგალითად ზიხარ ავტობუსში და ხედავ, რომ ავტობუსის სკამების დიდი ნაწილი მავანი მანიაკის მიერ დაჭრილ-დაჩეხილია. ამ დროს შეიძლება სულაც არ იფიქრო, რომ ამის გამკეთებელი ჩამოყალიბებული მანიაკია, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან ადვილად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც საკუთარ განუხორციელებლობას ავტობუსის საზურგეზე დანის გასმა-გამოსმით ერთგვარად აბათილებს.
10:55 | 08 იანვარი, 2017
თამაში, რომელიც ჩვენში არ უყვართსპორტის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს, რომელიც ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სპორტის კონკრეტული სახობისადმი სიყვარულს ამა თუ იმ ხალხის მენტალიტეტი განსაზღვრავს და როგორც ჩანს, ბრიტანეთში უზომოდ პოპულარულის სპორტი – კრიკეტი სწორედ იმ სახეობათაგანია, რომელსაც ქართველები სერიოზულად არასოდეს არ ითამაშებენ.
10:52 | 25 დეკემბერი, 2016
ახალი წელი და პრემიერლიგარომ არა პრემიერლიგა და ინგლისელთა ფეხბურთისადმი ფანატიური სიყვარული, ქართველ ფეხბურთზე გულშევარდნილ კაცს ახალი წლის დღეებში რა ეშველებოდა? და განა მხოლოდ ქართველებს? ჩვენი პლანეტის კიდით-კიდემდე ყველა ქომაგი იმ ბრძენ ბრიტანელს ლოცავს, ვინც პირველად გადაწყვიტა, რომ ახალი წლის დღეებში ჩემპიონატის მატჩების ჩატარება შესაძლებელია და ეს საზეიმო განწყობას ნამდვილად არ აკნინებს - პირიქით!
13:25 | 18 დეკემბერი, 2016
ნაგავი და “კაიბიჭობა”წინა თვეში ორჯერ მომიწია “ლოკომოტივის” სტადიონზე მისვლა და ორივეგან რაც თვალი მომხვდა, ის იყო, რომ სტადიონის ტრიბუნები ნაგვით იყო სავსე და სკამზე ჩამოჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სკამები იყო ტალახიანი და სველი და მათ გაწმენდას მოხერხების გარდა მთელი რიგი სადეზინფექციო საშუალებები ჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ამ სტადიონზე საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ეს ბევრისთვის სამწუხაროდ ბუნებრივი ამბავი გახდა.
13:04 | 12 დეკემბერი, 2016
ძველმოდური კაცი ახალ სპორტდარბაზშიავთო უკვე 21 წელია სკოლაში სპორტს ასწავლის. ადრე მის საგანს ფიზიკური აღზრდის კულტურის სწავლება ერქვა, ახლა კი უბრალოდ სპორტი ჰქვია. სწავლების მეთოდიკაში ბევრი რამ მართლაც შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა ადამიანების დამოკიდებულება.
11:30 | 04 დეკემბერი, 2016
სოუსას დილემაპირველი ქვა იმან გვესროლოს და პირველი პეტარდაც ჩვენს ცხვირწინ იმან ააბოლოს, ვისაც პაულო სოუსას ფლორენციის “ფიორენტინაში” მისვლა დიადი და რევოლუციური გადაწყვეტილება ეგონა. მაგრამ, მაინც ძალიან უხიაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ პორტუგალიელ კაცს მიდგომები და საფეხბურთ ფილოსოფია დაუწუნოს. ამ კაცს ფეხბურთო ნამდვილად ესმის და ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, გუნდის კონკურეტულ მატჩებზე მობილიზებაც შეუძლია, მაგრამ სოუსას არა აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისება და ახლა ამაზე მინდა გესაუბროთ.
16:08 | 26 ნოემბერი, 2016
პატიოსნების ძიებაშისაქართველოში პატიოსნების დეფიციტია! ეს სიტყვები ქართველებზე ვინმე რუსს რომ ეთქვა, ჟირინოვსკი და ლავროვი მოგონილი იქნებოდა, გინების ისეთ ნიაღვერს დავატეხდით თავზე. იმპერიის ამ ორ პირმშოს შევეშვათ და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი კაცი ისეთივე ძნელად მოსაძებნია, როგორც ირანში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ბევრი ჩვენთაგანისათვის საამაყო “ქართული ურთიერთობების” უმრავლესობა, როგორც წესი კორუფციულ და წამღლეტურ საწყისებზეა აგებული, რისი მაგალითებიც უხვად მოგვეპოვება.
18:30 | 20 ნოემბერი, 2016
პატიებასაც დამსახურება უნდა!12 ნოემბერი. დღე შესანიშნავად დაიწყო. თბილისში ნოემბერისთვის უჩვეულო დარი იდგა და ქართულ სპორტულკომენტატორულად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტად „სათამაშო ამინდი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით „ლოკომოტივის“ სალაროდან უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, საქართველოსა და იაპონიის სარაგბო ნაკრებების მატჩის ხილვის მსურველებმა (მიუხედავად გადამყიდველების მიერ ბილეთის ფასის სამჯერ და უფრო მეტჯერაც ხელოვნურად გაზრდისა), შეხვედრა მაინც ნახეს და ტრიბუნებზე ხალხმრავლობა ის სიამეა, რაც ჩვენს რაგბს ამ ბოლო დროსღა რომ ეღირსა.
20:34 | 13 ნოემბერი, 2016
უბედურთა ხვედრიჩრდილოეთ კორეის ოდიოზური ლიდერი, კიმ ჩენ ირ უმცროსი დღეს დასავლეთის პრესაში კომიკურ ფიგურად მიიჩნევა და მასზე ძირითადად სატირული ჟურნალები წერენ. კიმ ჩენ ირი სტადიონზე, კიმ ჩენ ირი მუშებთან, კიმ ჩენ ირი საქსოვი კომბინატის თანამშრომელ ქალებთან, კიმ ჩენ ირი წყალქვეშა ნავში და კიმ ჩენ ირი მიწის ქვეშ – ასეთი სახის არაერთი პროპაგანდისტური ჩრდილოკორეული ვიდეოკლიპები ვრცელდება ინტერნეტით და დიქტატორულ რეჟიმში არმცხოვრები ადამიანები კარგად ხალისობენ კორეულ აბსურდზე, რომელსაც უკევ ალბათ პროპაგანდაც კი აღარ ქვია.
19:36 | 06 ნოემბერი, 2016
ჩვენი ტანჯული თაობარაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რამეთუ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ...