15:48 | 04 სექტემბერი, 2017
ახალი ტურნირის დაბადებადაახლოებით ერთი კვირის წინ, ლაგოდეხში საქართველოსათვის სპორტის სრულიად ახალ სახეობებში - პარკურსა და ფრირანში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ეს შეჯიბრება ეძღვნება ახალგაზრდა ტრეისერს, ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო.
11:30 | 27 აგვისტო, 2017
აზერბაიჯანამდე შორიაბევრი არაფერი იცვლება იმით, რომ აქვე, ქვემო ქართლის ბოლოში უკვე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანამდე ჩვენთვის მაინც ძალიან შორია და ეს სიშორე არც ტერიტორულია და არც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, ჩვენ კი ყოველ ზამთარს გაყნული გვერდების გასათბობად მეზობლებისათვის ფულის სესხება გვიწევს...
13:53 | 20 აგვისტო, 2017
სტალინის აჩრდილი ქალთა ფეხბურთშისაქართველოში რომ საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ მომკვდარა, ამას სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, ქართული სპორტული კლუბების სახელწოდებების შენარჩუნებაც ადასტურებს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, საჭიროა თუ არა კლუბებს კვლავინდებურად ერქვათ “დინამოები“, “ლოკომოტივები“, “ტორპედოები“ თუ სხვა... ამაზე ჩვენც ბევრი გვისაუბრია და სხვებსაც არ დაუკლიათ მსჯელობა, მაგრამ საქართველოში როგორც არ უნდა დამაჯერებლად წერო და ისაუბრო, დარწმუნებით იცი, რომ ბოლოს მაინც არაფერი შეიცვლება. თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უცნაურ და გულსატკენ ამბავზე უნდა გიამბოთ.
11:08 | 12 აგვისტო, 2017
სპორტზე მეოცნებე დევნილი მოზარდებირუსეთ-საქართველოს ავადსახსენებლი ომის შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაშისაქართველოშიც და სხვაგანაც მრავალი რამ შეიცვალა და გადასხვაფერდა.
10:26 | 05 აგვისტო, 2017
ნეიმარი და ჩვენევროპელ საფეხბურთო მიმომხილველებს ძალიან უყვართ ხოლმე შედარებები და პარალელების გავლება. ამიტომაც, მათგან ხშირად გაიგებთ ფრაზებს: „მსოფლიოში პირველად“, „უპრეცედენტო“, „აქამდე არნახული“ და სხვა... აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, ბრაზიბლიელი ნეიმარის კატალონიის „ბარსელონადან“ ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგებას და ამ ყველაფრის თანხებში ასახვას რა ამბავიც მოჰყვებოდა.
19:26 | 30 ივლისი, 2017
ევროპა ელის “მილანს”როგორც იტალიაში ამბობენ, საფეხბურთო კლუბ “მილანისათვის” ძველი დიდების დაბრუნება და ამ გუნდის ევროპის გრანდთა შორის წაწევა სრულიად აპენინის ღირსების საქმეა. პრინციპში ლაპარაკი არც უნდა იმ მარტივ და ცხად ჭეშმარიტებას, რომ როდესაც “მილანის” საქმეები უკან-უკან წავიდა, იტალიური კლუბების ევროტურნირებში წარმატებების ისტორიაც იქ დასრულდა და როგორც ჩანს, მიუხედავად ტურინის “იუვენტუსის” შიდაიტალიურ ასპარეზზე უკონკურენტობისა, იტალიიდან ევროპის სახელი შორს სწორედ “მილანს” გაჰქონდა და ასე გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე.
18:00 | 23 ივლისი, 2017
გრცხვენოდეთ!ვიცი რომ არაფერს აზრი არა აქვს. რამდენიც გინდა წერე და იკითხე, იყვირე და იბღავლე, გაიარე და გამოიარე. ქართულ საკლუბო ფეხბურთში ყველაფერი მაინც ძველებურადაა და კიდევ უფრო უარესად - ვიდრე უწინ იყო. ეს ბოლო ორი წელი ხომ საერთოდ თავსლაფის პერიოდია და ასე ცუდად მგონი ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე არასოდეს უასპარეზიათ. მგონი კი არა, დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს ბოლო ორი წელი ყველაზე საშინელი და საძაგელია!
17:15 | 17 ივლისი, 2017
ძველი და დაუვიწყარი ამბებიროდესაც 1990 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო მაშინ სულ პატარა ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სადღაც ოკეანისგაღმა ცხოვროდა ჩემზე ოდნავ მაღალი კაცი სახელად დიეგო მარადონა, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეეძლო და ბურთსა და ფორთოხალს ერთნაერად კენწლიდა. გარდა ამისა ვიცოდი, რომ მარადონას ქვეყნის გვერდით არსებობდა უფრო დიდი ქვეყანა, სადაც ფეხბურთი უყვარდათ მარადონა კი არა.
14:30 | 08 ივლისი, 2017
ცოტნეგასულ ხუთშაბათს თბილისში კიდევ ერთი საუკეთესი ახალგაზრდა მივაბარეთ მიწას. 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე წყალსაქაჩში დაიხრჩო. ცოტნე და მისი მეგობრები იმ საშინელ და დაწყევლილ ადგილზე მხოლოდ საბანაოდ არ იყვნენ მისულები. ეს ბიჭები სპორტის სულ ახალი სახეობით - პარკურით იყვნენ გატაცებულები და იმის გამო, რომ თბილისში ვარჯიშის საშუალებები არც ისე დიდია, თავად ეძებდნენ და პოულობდნენ ადგილებს, სადაც სპორტული ილეთების გაკეთებას შეძლებდნენ. ერთ-ერთი საბედისწერო ასეთი ადგილი თბილისის ზღვის ტერიტორია აღმოჩნდა.
20:30 | 02 ივლისი, 2017
საქართველო თბილისი-ბათუმის ავტობუსიდანთბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ ავტობუსში ჯდომა მთელი თავგადასავალია. მით უმეტეს, თუკი ლაპარაკის მოყვარულ ხალხთან მოხვდი და ამ ხალხს ფეხბურთი უყვარს. სულ რომ არ გაინტერესებდეს მწვანე მინდორზე ბურთის გორება - ასეთი ადამიანები ენას მაინც ამოგადგმევინებენ. ხოლო თუ თავად გიჟდები ლაპარაკზე, სხვების მიერ მოცემული სტიმულიც არ გინდა.
11:59 | 25 ივნისი, 2017
რაგბის მსოფლიო თასის ავჭალური მოგონებებიამ სამი კვირის წინ, თბილისში ჩატარებული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს თასის გარშემო არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. არც სტადიონზე შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ფაქტი გამოგვრჩენია და არც ის, რომ მთელმა ტურნირმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, რაც რა თქმა უნდა არც მოსაწონია და როგორც ქართველებს – გულიც გვარიანად გვატკინა.