| | |
23:55 | 11.05.2025 ყველაზე შედეგიანი პირველი სეზონი: მბაპეს რეკორდი მადრიდის "რეალში"
კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ რეკორდსმენი გახდა. „სამეფო კლუბის“ ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია იმაზე მეტი გოლი პირველ სეზონში, ვიდრე მბაპემ გაიტანა.
| |
23:18 | 11.05.2025 "ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო, "დინამო ბათუმი" მეორედ დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
|
22:14 | 11.05.2025 "იბერიამ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით ლიდერობა განიმტკიცა
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
| |
21:57 | 11.05.2025 "აიაქსი" ისევ განადგურდა, პსვ-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა
ამსტერდამის „აიაქსი“ სამი ტურის წინ ნიდერლანდების ჩემპიონატს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა და თითქოს, ჩემპიონობასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა.
|
21:30 | 11.05.2025 "ლივერპული" და "არსენალი" დაზავდნენ, "მანჩესტერი" ისევ დამარცხდა, "ნოტინგემი" ლიგას შორდება
ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და მატჩი, რომელიც შეიძლებოდა საჩემპიონო ყოფილიყო, აბსოლუტურად უმოტივაციო გამოდგა.
| |
20:25 | 11.05.2025 მბაპეს ჰეთ-თრიქი "რეალს" არ ეყო: "ბარსელონას" ქამბექი და დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ (+VIDEO)
ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე საჩემპიონო ინტრიგა მოკვდა: „ბარსელონამ“ 35-ე ტურში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა, რომელსაც 7 ქულით გაექცა.
|
19:30 | 11.05.2025 ჩაბი ალონსო გააცილეს, "ლევერკუზენმა" "დორტმუნდთან" წააგო (+VIDEO)
ბუნდესლიგის 33-ე ტურში „ლევერკუზენმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა განსხვავებული მიზეზით.
| |
18:53 | 11.05.2025 ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)
პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ოთარ კაკაბაძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი მცველის „კრაკოვია“ სტუმრად „კატოვიცესთან“ 1:2 დამარცხდა.
|
16:59 | 11.05.2025 "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა
ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში „ნიუკასლმა“ „ჩელსი“ დაამარცხა და მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
| |
14:40 | 11.05.2025 "ინტერს" ლაუტარო მარტინესი უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება
მილანის „ინტერს“ ლაუტარო მარტინესი უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. არგენტინელი „ტორინოსა“ და „ლაციოსთან“ უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს.
|