| | |
15:42 | 23.07.2025 "რომამ" ირლანდიელი ფორვარდი დაიმატა
„რომამ“ „ბრაიტონ ალბიონიდან“ ირლანდიელი ფორვარდი ევან ფერგიუსონი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
| |
15:33 | 23.07.2025 "იუვენტუსი" და "პორტუ" ფეხბურთელების ბარტერზე შეთანხმდნენ
ტურინის „იუვენტუსი“ და „პორტუ“ მარჯვენა მცველების, ჟოაო მარიოსა და ალბერტო კოშტას ბარტერზე შეთანხმდნენ.
|
21:37 | 22.07.2025 საბა საზონოვმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ვარჯიში განაახლა
საქართველოს ნაკრებისა და "ტორინოს" ცენტრალური მცველი საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა და ახალი სეზონისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Toro Goal-ი ავრცელებს.
| |
21:24 | 21.07.2025 „ინტერის“ პრეზიდენტმა ისაუბრა ჭორებზე, ჩალჰანოღლუს თურქულ კლუბში წასვლის შესახებ
მილანის „ინტერის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ შეაფასა თურქული კლუბების სავარაუდო ინტერესი გუნდის ნახევარმცველის, ჰაქან ჩალჰანოღლუს მიმართ.
|
19:53 | 21.07.2025 დე ხეა ამბობს, რომ ინგლისში მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სათამაშოდ არის მზად
„ფიორენტინას“ მეკარე დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ მან ინგლისური კლუბების არაერთი შეთავაზება უარყო, რადგან ამ ქვეყანაში ის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედშია“ სათამაშოდ მზად.
| |
19:18 | 21.07.2025 „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოდრიჩის ტრანსფერზე ისაუბრა
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა იმაზე, თუ რა შეიძლება შეცვალოს გუნდში მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის მისვლამ.
|
18:52 | 21.07.2025 „ნაპოლის“ ახალბედა ლანგი: „ვიცი, რამდენად ძლიერია კვარაცხელია, მაგრამ მე სხვა მოთამაშე ვარ“
„ნაპოლის“ ახალწვეულმა ნოა ლანგმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეცვლის გუნდში კლუბის ყოფილ მოთამაშეს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ამჟამად პსჟ-ში თამაშობს.
| |
17:09 | 21.07.2025 ლანგი კონტეს „ნაპოლიში“ ვარჯიშზე: „პირველი, რაც იტალიურად ვისწავლე, იყო: „დავიღალე“
„ნაპოლის“ ახალწვეულმა ნოა ლანგმა კლუბის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ვარჯიშის შთაბეჭდილებები გააზიარა.
|
00:53 | 21.07.2025 "რომამ" მაროკოელი ფეხბურთელი დაიმატა
იტალიურმა „რომამ“ „ლანსიდან“ ნახევარმცველი, ნილ ელ აინაუი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
| |
22:20 | 20.07.2025 ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ნიდერლანდელი მცველი დაიმატა
იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ გაძლიერებას განაგრძობს. ანტონიო კონტეს გუნდმა „ბოლონიადან“ ცენტრალური მცველი სემ ბეუკემა დაიმატა.
|